Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელმა და პეტრო პოროშენკომ ბერლინში გამართეს შეხვედრა


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელმაც 12 აპრილს ბერლინში უმასპინძლა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, მნიშვნელოვანი უწოდა ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ „ძალიან მჭიდრო ურთიერთობას“ გერმანიასა და უკრაინას შორის.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უკრაინაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება არის რთული პროცესი. უკრაინამ ამ მხრივ მიაღწია პროგრესს, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული“.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი მეტოქე 21 აპრილს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კომიკოსი ვლადიმერ ზელენსკი 12 აპრილს ცალ-ცალკე შეხვდებიან პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

როგორც იუწყებიან, მაკრონმა უკვე უმასპინძლა ზელენსკის. შეხვედრა დაიწყო საფრანგეთის დროით 15 საათზე. სამი საათის შემდეგ დაგეგმილია ემანუელ მაკრონისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა.

გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა, „ნორმანდიის ფორმატის“ წევრი ქვეყნები, ესწრაფვიან შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას აღმოსავლეთ უკრაინაში.

პეტრო პოროშენკომ და ანგელა მერკელმა 12 აპრილს რუსეთს მოუწოდეს ხელი შეუწყოს „სააღდგომო ზავს“ აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთი, „ნორმანდიის ფორმატის“ მეოთხე ქვეყანა, მეორე წელია არ მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG