Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაიჯელ ფარაჟი აცხადებს, რომ „ბრექსიტის პარტია“ მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის არჩევნებში


ნაიჯელ ფარაჟი
ნაიჯელ ფარაჟი

ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის დეპუტატი ნაიჯელ ფარაჟი აცხადებს, რომ თებერვალში შექმნილი „ბრექსიტის პარტია“ მონაწილეობას მიიღებს 23-26 მაისის ევროპარლამენტის არჩევნებში. ამის თაობაზე ფარაჟმა განაცხადა პარტიის ყრილობაზე იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კონტექსტში.

2016 წელს ნაიჯელ ფარაჟი იყო გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი და აქტიურად უწევდა აგიტაციას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას 2016 წლის რეფერენდუმის წინ. ბრექსიტის მომხრეების გამარჯვების შემდეგ ფარაჟმა განაცხადა, რომ ძირითადი პოლიტიკური მიზანი მიღწეული და სურს „ცხოვრებას დაუბრუნდეს“.

ახალი, „ბრექსიტის პარტიის“ შექმნის შესახებ ფარაჟმა განაცხადა თებერვალში. მას შეურთდა ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც ადრე გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის წევრები იყვნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG