Accessibility links

site logo site logo

თურქეთში 75 პოლიციელი დააკავეს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით


75 პოლიციელი დააკავეს თურქეთის 31 პროვინციაში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის შედეგად.ისინი ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილნი. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „ანადოლუ“.

სააგენტოს ინფორმაციით, ყველა დაკავებული ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, რომელსაც ბრალად ედება თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზება. თურქეთის ხელისუფლება ამერიკისგან მის გადაცემას მოითხოვს.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სააგენტოს მონაცემებით, ანალოგიური ბრალდებებით, თურქეთში 523 ადამიანი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG