Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო 14 აპრილს მივა კიევის სტადიონზე - ზელენსკის უარის მიუხედავად


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კვირას მივა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ვლადიმირ ზელენსკი, უარს ამბობს 14 აპრილს დებატებში მონაწილეობაზე. ის პოროშენკოს სთავაზობს სტადიონზე დებატების 19 აპრილს გამართვას.

უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა ოლიმპიურ სტადიონზე დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ჟურნალისტებს შეუძლიათ აკრედიტაციის გავლა.

პოროშენკომ და ზელენსკიმ ხუთშაბათს ტელეარხ "1+1"-ის ეთერში იკამათეს დებატების ადგილსა და თარიღზე. პოროშენკო ტელესტუდიაში მივიდა, ხოლო ზელენსკი პარიზიდან ტელეფონით ჩაერთო საუბარში. უკრაინის პრეზიდენტმა მეტოქე მიიწვია 14 აპრილს სტადიონზე, ხოლო ზელენსკიმ თქვა, რომ ადრე მოილაპარაკეს სხვა თარიღზე, 19 თებერვალზე, როცა უნდა ჩატარდეს კანდიდატებს შორის კანონით გათავლისწინებული ოფიციალური დებატები. ზელენსკიმ ყური არ დაუგდო ოპონენტის საწინააღმდეგო მოსაზრებას და ტელეფონი გათიშა.

შოუმენმა და პოლიტიკურმა დებიუტანტმა ვლადიმირ ზელენსკიმ არჩევნების პირველ ტურში დიდი სხვაობით აჯობა მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG