Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


მოსკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
მოსკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

ორშაბათს მოსკოვში იმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აზერბაიჯანის სეპარატისტულ რეგიონ მთიან ყარაბაღზე მოსალაპარაკებლად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ზოჰრაბ მნაცაკანიანთან და ელმარ მამადიაროვთან, დაეთმობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი „მინსკის ჯგუფის“ რუსი, ამერიკელი და ფრანგი თანათავმჯდომარეებიც.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988-1994 წლების ომის დროს. ომმა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დევნილად იქცა ასიათასობით ადამიანი.

1994 წლიდან რეგიონს აკონტროლებენ ეთნიკური სომხების ძალები, რომელთა რიგებშიც, როგორც აზერბაიჯანი აცხადებს, სომხეთიდან გაგზანილი სამხედროებიც არიან.

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG