Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის ყოფილი საველე მეთაური: „ეჭვგარეშეა“, რომ პაკისტანი „მხარს უჭერს“ თალიბანს


წარსულში ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საველე მეთაურის, გულბუდინ ჰექმათიარისთვის „ეჭვგარეშეა, რომ მეზობელი პაკისტანი მხარს უჭერს თალიბანს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას ჰექმათიარმა, ქაბულში, 14 აპრილს მიცემულ ინტერვიუში უთხრა, რომ ამ კვირისთვის დაგეგმილი მოლაპარაკება ქაბულის მთავრობასა და თალიბანს შორის შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ გზაზე. ქაბულის მთავრობას დასავლეთი უჭერს მხარს.

აშშ-ს და ავღანეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ გამოუთქვამთ ბრალდება ისლამაბადის მიმართ, რომ ის შეიარაღებულ მეამბოხეებს იფარებს. ამ ბრალდებას პაკისტანი უარყოფს.

ჰექმათიარმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა პაკისტანის ჩრდილოვან სამხედრო წრეებთან და მის საჯაშუშო სამსახურთან. ეს ურთიერთობა დამყარდა 1980-იან წლებში, ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, როცა მუჯაჰედების მეთაური პაკისტანისა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურისაგან დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმღები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG