Accessibility links

site logo site logo

თავდაცვის მინისტრი უარყოფს ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელ გოგონაზე ძალადობას


ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უარყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

ლევან იზორიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი კატეგორიულად უარყოფილია არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ აშშ-ის საელჩოს მიერაც. მინისტრმა მსგავსი ცნობების გავრცელებას აღმაშფოთებელი უწოდა.

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში. ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითიდღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან” - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის შეფასებითვე, დეზინფორმაციის კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოებაში ნდობის შემცირებას სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ, რასაც იზორიას თქმით, უშედეგოდ ცდილობენ ტყუილებით და ყოველგვარი ფაქტების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG