Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში წყალდიდობამ ხუთი ადამიანი შეიწირა, დაინგრა ასობით სახლი


2019 წლის 16 აპრილი: ადიდებული მდინარე ქაბული
2019 წლის 16 აპრილი: ადიდებული მდინარე ქაბული

ავღანეთში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა ასობით სახლი, დაიხოცნენ ცხოველები.

კატასტროფების მართვის ეროვნული უწყების მონაცემებით, ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დააზარალა ავღანეთის 16 პროვინცია (სულ 34-დან).

დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში ხუთი ადამიანი დაიღუპა მათი სახლების დანგრევის შედეგად. 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დედაქალაქში მდინარე ქაბული კალაპოტიდან გადავიდა და მიმდებარე რაიონები დატბორა.

წელს ავღანეთში წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-ს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG