Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება


ექრემ იმამოღლუ
ექრემ იმამოღლუ

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, ექრემ იმამოღლუს გამარჯვება. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო ანადოლუ. პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანის მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ 1994 წლის შემდეგ პირველად დათმო ხელისუფლება ქვეყნის უდიდეს ქალაქში.

გუშინ მმართველმა პარტიამ საარჩევნო კომისიაში შეიტანა სარჩელი სტამბოლში მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნით. ერდოანის მომხრეების თქმით, მერის არჩევნების მსვლელობისას მოხდა ფალსიფიკაცია.

თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს გაიმართა. მასში მონაწილეობდა ქვეყნის 57 მილიონი მოქალაქე. სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუმ რამდენიმე ათასი ხმით აჯობა მმართველი პარტიის კანდიდატ ბინალი ილდირიმს. დედაქალაქ ანკარაში ოპოზიციის კანდიდატმა მანსურ იავაშმა ხმების 50%-ზე მეტი მოაგროვა. მმართველი პარტიის წარმომადგენელს, მეჰმეთ ოზჰასეკის ამომრჩეველთა 47%-ზე ოდნავ მეტმა მისცა ხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG