Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხმა პარტიამ პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინა


გიორგი ანდრიაძე
გიორგი ანდრიაძე

მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ანდრიაძე წარადგინეს პოლიტიკურმა პარტიებმა: „თავისუფალმა საქართველომ,“„თავისუფლებამ,“ „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „ჰელსინკის ჯგუფმა.“

ანდრიაძე კენჭს იყრის „თავისუფალი საქართველოს“ სახელით. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ეროვნულ-კონსერვატიული მიმართულების პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად. კუკავას თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნები გახდეს პრეცედენტი, როცა პირველად 2012 წლის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მიიღებს არა ორი სუბიექტი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა,“ არამედ რეალურად გამოიკვეთება ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული ახალი პოლიტიკური ძალა.

პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე კენჭს იყრიდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ის საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG