Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ მთავარ ამოცანებზე ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოსაღებად


აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთში მშვიდობის საკითხში, ზალმაი ხალილზადი

აშშ, რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ მთავარ ამოცანებზე ავღანეთში თითქმის 18 წელი მიმდინარე ომისათვის ბოლოს მოსაღებად. მათი აზრით, უცხოეთის ჯარებმა ავღანეთი უნდა დატოვონ და თვითონ ავღანელებმა უნდა მართონ „ინკლუზიური“ სამშვიდობო პროცესი.

ამის შესახებ ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 26 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე.

განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ გათვალისწინებულია თალიბანის მზადყოფნა, ებრძოლოს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ და გაწყვიტოს კავშირი ალ-ყაიდასთან და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, თალიბანი პირობას დებს, იზრუნოს იმაზე, რომ მის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიას არ გამოიყენებენ რომელიმე სხვა ქვეყნისათვის საფრთხის შესაქმნელად.

თალიბანის წარმომადგენლები ამ დრომდე უარს ამბობენ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობასთან მოლაპარაკებაზე, რადგან მას დასავლეთის მარიონეტად მიიჩნევენ. ქაბულთან მოლაპარაკებამდე ისინი მოითხოვენ ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების გასვლას.

ხოლო აშშ, რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ თალიბანს „აქეზებენ“, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკება ავღანეთის „ფართო, წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელშიც მთავრობაც“ იქნება წარმოდგენილი.

განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ავღანეთის სამშვიდობო პროცესის საკითხში ვაშინგტონის სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი მოსკოვში შეხვდა რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებს ომისათვის ბოლოს მოღებაზე საერთაშორისო კონსენსუსის მისაღწევად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG