Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აკრიტიკებს მარია ბუტინასთვის პატიმრობის მისჯას


კრემლი აკრიტიკებს აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინასთვის 18 თვით პატიმრობის მისჯის შესახებ.

ბუტინამ თავი დამნაშავედ ცნო აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ამ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში შეღწევის მცდელობასა და რუსეთის სახელმწიფო ინტერესების პროპაგირების მცდელობაში.

ბუტინასთვის პატიმრობის შეფარდების მომდევნო დღეს, 27 აპრილს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „მიუღებელი“ უწოდა მისი „ხანგრძლივი ვადით“ დაპატიმრების ფაქტს.

ბუტინა ციხეშია 2018 წლის ივლისში დაკავების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ 18-თვიანი პატიმრობის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს.

აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვარში პატიმრობის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ის დაუყოვნებლივ იქნება დეპორტირებული რუსეთში.

ბუტინამ თავი დამნაშავედ ცნო ბრალდებით, რომ იყო რუსეთის მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტი და ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა აშშ-ის უნივერსიტეტში სწავლის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG