Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ვიზიტს ჩრდილოეთ კორეაში

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი გეგმავს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტს, რომლის ზუსტი თარიღი მალე გახდება ცნობილი. სხვა დეტალების შესახებ სააგენტო „ირნას“ ცნობაში არაფერია ნათქვამი.

ვაშინგტონმა გააძლიერა ირანის მიმართ სანქციები მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ წელს გამოვიდა 2015 წელს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებიდან.

21 აპრილს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ აპირებს შეღავათის დაშვებას ირანის ნავთობის მყიდველი ქვეყნებისათვის, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მინიმუმამდე შეამციროს ირანის ეკონომიკისათვის სასიცოცხლო ნავთობის ექსპორტი.

აშშ-მა გააძლიერა სანქციების ჩრდილოეთ კორეის მიმართ, რათა აიძულოს ფხენიანი უარი თქვას მის ბირთვულ პროგრამაზე.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის თებერვლის ბოლოს გამართული სამიტი უშედეგოდ დასრულდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა მოითხოვა სანქციის დაუყოვნებელი შერბილება იმ ფონზე, როდესაც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ რის დათმობას აპირებს სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეა.

XS
SM
MD
LG