Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში დაიწყო ტახტიდან იმპერატორის გადადგომის რიტუალი


იმპერატორი აკიჰიტო ტოვებს კაშიკოდოროს ტაძარს. 2019 წლის 30 აპრილი
იმპერატორი აკიჰიტო ტოვებს კაშიკოდოროს ტაძარს. 2019 წლის 30 აპრილი

იაპონიაში მიმდინარეობს იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის რიტუალი. 85 წლის მონარქი იმყოფებოდა კაშიკოდოროს ტაძარში, სადაც ტრადიციის თანახმად, მზის ღმერთს, ამატერასს აცნობა იმპერატორის ტახტიდან წასვლა.

ტახტიდან გადადგომის ოფიციალური ცერემონია გაიმართება იპერატორის სასახლეში, სადაც აკიჰიტო გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამს. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს იაპონიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმპერატორს მადლობას გადაუხდის.

აკიჰიტომ 2017 წელს გამოაცხადა, რომ ტახტიდან გადადგომა სურს ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იაპონიის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი, რომლითაც აკიჰიტოს გადადგომის ნება დართო. ბოლო 200 წლის განმავლობაში ეს არის იმპერატორის გადადგომის პირველი შემთხვევა.

აკიჰიტოს ტახტზე შეცვლის მისი უფროსი ვაჟი, 59 წლის ნარუჰიტო. მისი ინაუგურაცია 1 მაისს გაიმართება.

ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორი იქნება.

იაპონიის კონსტიტუციის თანახმად, იმპერატორი სახელმწიფოს და ხალხის ერთიანობის სიმბოლოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG