Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: ირანი გააგრძელებს ნავთობის ექსპორტს აშშ-ის სანქციის მიუხედავად


ირანი გააგრძელებს ნავთობის ექსპორტს ვაშინგტონის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა გამოსვლაში, რომელიც 30 აპრილს სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. „აშშ-ის გადაწყვეტილება, რომ ნულამდე დავიდეს ირანის ნავთობის ექსპორტი, მცდარი გადაწყვეტილებაა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს გადაწყვეტილება განხორციელდეს და ამოქმედდეს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

როჰანის გადაწყვეტილების ფონია ახლახან ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 21 აპრილს აშშ-მა განაცხადა, რომ არ აპირებს გამონაკლისის სახით სანქციების გვერდის ავლით ნება დართოს ზოგიერთ ქვეყანას, შეისყიდონ ირანის ნავთობი, თეირანისთვის შემოსავლის მთავარი წყარო.

“ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ირანის ექსპორტის ნულმადე შემცირებას, რათა რეჟიმს გამოაცალოს მთავარი შემოსავლის წყარო“, - ნათქვამია თეთრი სახლის 21 აპრილის განცხადებაში.

მოელიან, რომ ირანის ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდება და ინფლაციამ შეიძლება 40%-ს მიაღწიოს, ისლამური რესპუბლიკისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ზემოქმედების გათვალისწინებით.

XS
SM
MD
LG