Accessibility links

site logo site logo

გაერო „მაქსიმალური თავშეკავებისაკენ“ მოუწოდებს ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „მაქსიმალური თავშეკავებისაკენ“ მოუწოდებს ვენესუელაში დაპირისპირებულ მხარეებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა გაეროს პრესმდივანმა სტეფან დუჟარიკმა მას შემდეგ, რაც ვენესუელის ოპოზიციონერმა ლიდერმა ხუან გუაიდომ სამხედროებს ამბოხებისაკენ მოუწოდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მმართველობის დასამხობალდ.

დუჟარიკის თქმით, გუტერეში მზად არის, იშუამავლოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საქართველო, გუაიდოს აღიარებს ვენესუელის კანონიერ ლიდერად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG