Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობერიძემ "ქართული ოცნების" უმრავლესობა დატოვა


ლევან კობერიძე
ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა, ლევან კობერიძემ დატოვა.

კობერიძემ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დღეს უმრავლესობამ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ლევან კობერიძემ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

"ეს კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია. არა მარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით როგორც მიმდინარეობდა" - უთხრა ჟურნალისტებს კობერიძემ. მისი ინფორმაციით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

ლევან კობერიძის თქმით, უმრავლესობის დატოვების საკითხზე პარტიაში კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა, მისი გადაწყვეტილება იცის "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების და პროცედურების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მომზადებული კანონპროექტის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო, ბოლო ორ თვეში "ქართული ოცნება" დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ. ლევან გოგიჩაიშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG