Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 ელექტროენერგიის გათიშვის გამო თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება


ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის გამო თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - იუწყება კომპანია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის თბილისის ნაწილს.

ელექტროენერგია შეეზღუდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბახტრიონის, ნუცუბიძის, ვაზისუბნის I აწევის, მუხრანის და კაიშაურის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურებს, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს და კრწანისის რაიონების ნაწილს; ვაზისუბნის მიკრორაიონებს, ელიას და ლოტკინის დასახლებას“.

კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ.

XS
SM
MD
LG