Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ პაკისტანში მოქმედი ჯაიშ-ე მოჰამადის მეთაური ტერორისტთა სიაში შეიყვანა


ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში, ინდოეთში, 2019 წლის პირველ მაისს აზჰარის ფოტოებს წვავენ მას მერე, რაც გაერომ ტერორის სიაში მისი შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

გაერომ გლობალური ტერორიზმის სიაში შეიყვანა მასუდ აზჰარი, პაკისტანში დაფუძნებული ჯაიშ-ე მოჰამადის მეთაური მას მერე, რაც ტერორისტულმა ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო ქაშმირში ინდოეთის ჯარისკაცებზე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. ამ თავდასხმას 40 სამხედრო ემსხვერპლა პაკისტანის და ინდოეთის სადავო ქაშმირში.

გაეროს სანქციების კომიტეტმა პირველ მაისს გამოაცხადა აზჰარის წინააღმდეგ სანქციების შესახებ. კომიტეტი იტყობინება, რომ მას კავშირი აქვს ალ-ყაიდის ტერორისტულ ორგანიზაციასთან. გაეროს შესაძლებლობა მიეცა ზომები მიეღო აზჰარის წინააღმდეგ მას მერე, რაც ჩინეთმა შავ სიაში აზჰარის შეყვანის თაობაზე თავისი უარი გააუქმა.

ტერორისტული ჯგუფის მეთაურის წინააღმდეგ სანქციები გულისხმობს მისი საბანკო აქტივების გაყინვას, მსოფლიოში მოგზაურობის აკრძალვას, ასევე იარაღის ემბარგოს.

საკუთრივ ჯაიშ-ე მოჰამადი გაეროს გლობალური ტერორის სიაშია 2001 წლიდან. ჯგუფი დააარსა აზჰარმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ. ის 1999 წელს ინდოეთის ციხიდან გაუშვეს 155 მძევლის სანაცვლოდ. მძევლები იყვნენ ინდოეთის ავიახაზების მგზავრები, რომლებიც ავღანეთში, ყანდაარში გაიტაცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG