Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის მამაკაცი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააკავა 85 წლის მამაკაცი, რომელიც ბრალდებულია შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 85 წლის ო.გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

XS
SM
MD
LG