Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენის ფორმატი მისი გამოსვლის შემდეგ გადაწყდება


საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ანგარიშით გამოდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ანგარიშის საჯარო ნაწილის წარმოდგენის შემდეგ სხდომა არ დაიხუროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა შეკითხვებს საჯაროდ უპასუხოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ განხილვის ფორმატი ვახტანგ გომელაურის გამოსვლის შემდეგ გადაწყდება.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევებს წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG