Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: იუსტიციის სამინისტრო ყველაზე "დახურული" საჯარო დაწესებულებაა


ყველაზე დახურული ცენტრალური საჯარო დაწესებულება იუსტიციის სამინისტროა - ასეთია შედეგი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) 2018 წლის მონიტორინგის შედეგმა აჩვენა.

კვლევის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მხოლოდ 3,85%-ია. მათ IDFI-ის გაგზავნილი 345 მოთხოვნიდან 316 უპასუხოდ დატოვეს.

იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25-ს არ უპასუხა.

იუსტიციის სამინისტროს შემდეგ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ფინანსთა სამინისტროს აქვს - 28%.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და სახელმწიფო ხაზინა იმ 8 დაწესებულებას შორისაა, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება უპასუხოდ დატოვა.

IDFI-ის კვლევით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი 43 საჯარო დაწესებულებას ჰქონდა. ეს დაწესებულებები ორგანიზაციამ დააჯილდოვა კიდეც.

დაჯილდოებულთა შორის არიან:

  • საჯარო სამსახურის ბიურო
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
  • გარემოს ეროვნული სააგენტო

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე 90%-იან ზღვარს გადააჭარბა ოთხმა უწყებამ.

ესენია:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 99,8%.
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 97,43%
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 97,06%
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 92,59%.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, IDFI-მ 282 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 413 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მიიღო 3 653 განცხადებაზე, უპასუხოდ დარჩა 959 მოთხოვნა.

XS
SM
MD
LG