Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის ელჩი ეხმაურება აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს


კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ეხმაურება აფხაზეთში (საქართველო) რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო ძალების მონაწილეობით მიმდინარე ფართომასშტაბიან წვრთნებს. 3 მაისს კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წუხილს გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში (საქართველო) ბოლოდროინდელი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ეს წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ადგილზე არსებული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას, იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში (საქართველო)."

რუსეთის თავდაცვის უწყებამ 23 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია „საბრძოლო სროლის თანხლებით, ორმხრივი სამეთაურო-საშტაბო წვრთნების შესახებ“. იმავე წყაროს თანახმად, წვრთნებში მონაწილეობენ: 3 ათასი სამხედრო პირი, 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის Ми-8АМТШ „ტერმინატორის“ ტიპის ვერტმფრენები და მცირე ზომის ნავსაწინააღმდეგო გემი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG