Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაგრატიონი ცოლზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მომავალ კვირაში გამოიკითხება


დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, საგამოძიებო უწყებაში მომდევნო კვირაში ნებაყოფლობით გამოცხადდება.

ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში იმყოფება.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

დავით ბაგრატიონის მიერ მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლო ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება აპრილში დაიწყო. უკვე გამოიკითხა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი. მისი ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში დევს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ 2014 წელს გაცემული დასკვნა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ.

დავით ბაგრატიონი უარყოფს საგურამოში, მის სახლში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ფაქტს. მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ წყვილი 2014 წელს, ანუ მაშინ როცა ანა ბაგრატიონის თქმით, მასზე ქმარმა იძალადა, ერთად უკვე აღარ ცხოვრობდნენ და ანა საგურამოში ვერ იქნებოდა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო აპრილის დასაწყისში დატოვა. მაშინ მისი ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ამბობდა, რომ ის ესპანეთში დედის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაემგზავრა.

ამ გამოძიების გარდა ბაგრატიონები ორ სასამართლო დავაში არიან ჩართულები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს თანაცხოვრებაში შეძენილ ქონებასა და ბაგრატიონის სამეფო სახლის სახელის უკანონოდ გამოყენებას ედავება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG