Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული საპატიმროდან გაათავისუფლეს


გიორგი ჭანტურია განმეორებით 2018 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია 3 მაისს, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის გამო, საპყრობილიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულის მამამ, ზურაბ ჭანტურიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შვილი ჯერ არ უნახავს.

„გიორგი თავის სახლშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - თქვა მან.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმროს დატოვების სანაცვლოდ გირაო, 20 ათასი ლარი, გადაიხადა.

გიორგი ჭანტურია განმეორებით 2018 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურამ მას ბრალი დასდო სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 236-ე მუხლების მიხედვით, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის, გადამდგარი გენერლის, სამსონ ქუთათელაძი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს, უკვე მოისმინეს პროკურატურის არგუმენტები და ახლა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება. მორიგი სასამართლო პროცესი 6 მაისს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG