Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის უახლოესი თანამოაზრე


ხუან გუაიდო თანამოაზრეებთან ერთად

ვენესუელის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დააკავეს ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი ედგარ სამბრანო. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრეს ბრალად ედება ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ედგარ სამბრანომ ტვიტერზე დაწერა, რომ იმყოფება თავის ავტომობილში, რომელიც სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ამწით წაიღეს, მას შემდეგ, რაც მანქანიდან გადმოსვლაზე უარი თქვა.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმმა ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი გაიტაცა. გუაიდოს თქმით, მადურო ცდილობს დაანგრიოს ხელისუფლება, რომელიც ვენესუელის ყველა მოქალაქის ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ეს არ გაუვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG