Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი


ბათუმის სასამართლომ 3 მაისს უარი თქვა აჭარის ტელევიზიაში დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაზე, რასაც ნათია კაპანაძე ითხოვდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი გვახარიას გადაცემის სტუმარია. „საუბარი თავისუფლებაზე“ შეგვახსენებს, რა მოხდა აჭარის ტელევიზიაში, რა პრეტენზიები ჰქონდა მრჩეველთა საბჭოს დირექტორის მიმართ. ნათია კაპანაძე უპასუხებს კითხვებს, რომლებიც დაგროვდა მისი განთავისუფლების შემდეგ და აღნიშნავს, რომ მრჩეველთა საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ნათია კაპანაძის თქმით, ამ კონკრეტულ საქმეში დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამიტომ მტკიცებულებებს, რომლებიც მრჩეველთა საბჭოს უნდა განეხილა, ახლა უკვე სასამართლოს მეშვეობით განიხილავენ.

XS
SM
MD
LG