Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბი-ბი-სი-მ“ სამსახურიდან დაითხოვა გადაცემის წამყვანი სამეფო ოჯახის ახალშობილის ფოტოს გამო


კორპორაცია „ბი-ბი-სი-მ“ გაათავისუფლა რადიოსადგურ „ბი-ბი-სი-ს“ გადაცემის წამყვანი, დენი ბეიკერი მის მიერ გამოქვეყნებული ტვიტის გამო, რომელიც წარმომადგენდა სამეფო ოჯახის ახალშობილის ფოტოს და მინაწერს. ფოტოზე გამოსახულია წყვილი, რომელსაც ხელში უჭირავს შიმპანზე. ფოტოს ახლავს წარწერა, „სამეფო ახალშობილმა დატოვა სამშობიარო სახლი“.

"ამ წუთში გამათავისუფლეს ი-ბი-სი-დან“ დაწერა ტვიტერში 61 წლის ჟურნალისტმა 9 მაისს. მინაწერი, რატომაც ის დაითხოვეს, წაიშალა.

ბეიკერი მისი 500 ათასი მკითხველიდან ბევრმა დაადანაშაულა რასიზმში.

წინა დღით ბრიტანეთის პრინცმა, ჰარიმ და მისმა ცოლმა, სასექსის ჰერცოგმა მეგანმა, საზოგადოებას უჩვენეს 6 მაისს დაბადებული მათი ვაჟი, არჩი ჰარისონი.

პრინც ჰარის მეუღლე ისტორიაში ბრიტანეთის სამეფო დინასტიის პირველი წევრია აფრიკული ფესვებით.

ბეიკერმა განაცხადა, რომ მას ფოტოზე მინაწერში რასისტული აზრი არ ჩაუდია და ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, რასისტული კონოტაცია მას აზრადაც არ მოსვლია, რადგან მისი ტვინი ასეთი რამით არ არის მოწამლული.

ბეიკერი 1989 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად, მას მიჰყავდა ყოველკვირეული შოუ. „დენი ბრწყინვალე წამყვანია, მაგრამ ჩვენთან ერთად არ მიიღებს მონაწილეობას გადაცემაში“, განაცხადა „ბი-ბი-სი-ს“ წარმომადგენელმა. მან დასძინა, რომ ჟურნალისტის მინაწერი ეწინააღმდეგება ფასეულობებს, რომელთა გატარებას კომპანია ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG