Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა.

15 საათზე დანიშნული სხდომის დღის წესრიგშია გადაწყვეტილების პროექტი, “საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ.“

წინა სხდომაზე, რომელიც 6 მაისს გაიმართა, იუსტიციის საბჭომ დაამტკიცა და თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადების ფორმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ.

იუსტიციის საბჭოში დაწყებული პროცედურები გამომდინარეობს საერთო სასამართლოების კანონში შეტანილი ცვლილებებიდან, რომლებიც პარლამენტმა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მხარდაჭერით საბოლოო, მესამე მოსმენით 1 მაისს დაამტკიცა.

2 მაისს კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ვეტოსკენ მოუწოდებდნენ.

XS
SM
MD
LG