კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული პირი მაღალი სართულიდან სამუშაოს წარმოებისას ჩამოვარდა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
დაწერეთ კომენტარი