Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო სამ დღეში ორი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იპოვეს გარდაცვლილი


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ის 15 მაისს არასამსახურებრივ ვითარებაში, ბინაში იპოვეს გარდაცვლილი. სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი:

„შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი. გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კიდევ ერთი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე იპოვეს გარდაცვლილი. ამ შემთხვევაზეც საქმე აღძრულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

XS
SM
MD
LG