Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპოლიცია: ლიკვიდირებულია ჰაკერული დაჯგუფება, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვას ცდილობდა


ევროპოლიცია იტყობინება, რომ ლიკვიდირებულია ჰაკერული დაჯგუფება, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვას ცდილობდა 40 ათასი ადამიანის ანგარიშებიდან. გამოძიება ჩატარდა ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

უწყების ცნობით, ჰაკერების დაჯგუფება შეიქმნა რუსულენოვან იატაკქვეშა ფორუმებზე. ისინი ავრცელებდნენ მავნებელ პროგრამას სახელწოდებით GozNym-ს, რომლის მეშვეობითაც ცდილობდნენ ფულის მოპარვას კერძო პირების, მცირე კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებიდან.

2016 წელს ამ დასახელების პროგრამით აშშ-ში თავდასხმის შესახებ იტყობინებოდნენ IBM-ის მკვლევრები, გერმანიაში მსგავსი თავდასხმების შესახებ იტყობინებოდა რუსული „კასპერსკის ლაბორატორია“.

ჰაკერული ჯგუფის ათი წევრის წინააღმდეგ აღძრულია ბრალდებები აშშ-ში, ორის წინააღმდეგ - გერმანიაში, ერთის წინააღმდეგ - მოლდოვაში. დაჯგუფების ლიდერსა და მის ასისტენტს ბრალდებები წაუყენეს საქართველოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG