Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: „შეტევა! შეტევა და მხოლოდ შეტევა!“


მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკით გავცელებულ ვიდეომიმართვაში თავის მომხრეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. მივაწვეთ ბოლომდე, ხოლო თუ ცემა-ტყეპაზე გადმოვლენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. ნუ დაკომპლექსდებით! ეს არარაობები, ივანიშვილის „შნირები“ ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ შეტევაზე არ გადახვიდეთ და გული გისკდებოდეთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგაგონ. ვინ რაზე უნდა წამოეგოს - ეგენი არიან დამთავრებულები!“ - მიმართა სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე მიმართა “ქართული ოცნების“ წევრებს, რომ ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს და ნუ მოიპარავენ არჩევნებს.

„ყველაფერი ფიქსირდება, არსებობს კანონი და ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ძალიან ცოტა დარჩა ბიძინა ივანივშილის საქართველოში ბოგინი. მინდა, ქართველები ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთს. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს მტერი და ჩანერგილი არსება ივანიშვილი კიდევ დიდხანს გასტანს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG