Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: გიორგი კაპანაძის დაკავება უსაფუძვლო იყო


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, უსაფუძვლო იყო ჟურნალისტის, ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge) დირექტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება ზუგდიდის ოლქში.

„როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების სამართლებრივი წინაპირობა; ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საკითხს მივადევნოთ თვალი და მოგვიანებით ვნახავთ, თუ როგორ წარიმართება ეს საქმე“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

"13 საათისთვის, ზუგდიდში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე, გიორგი კაპანაძე, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანასა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმება და დათვალიერება, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და ამავე დროს დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მოგვიანებით, დაახლოებით 15 საათზე, ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გიორგი კაპანაძემ განახორციელა ანალოგიური ქმედება, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება" - განუცხადეს სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

გიორგი კაპანაძე რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტის, სუზი მკრტიჩიანის ინფორმაციით, იმყოფებოდნენ სოფელ რუხში და ათვალიერებდნენ პოლიციის „პიკაპებს,“ სადაც ხელკეტები შენიშნეს. მკრტიჩიანის მტკიცებით, პოლიციელებმა კაპანაძე ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG