„წითელი ნუსხის“ ხეები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება
„დარგვა ჭრის ნაცვლად“ - „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრები წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. 109 ძირი მუხა და ძელქვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის განკარგულებას 17 მაისს მოაწერა ხელი. „სამოქალაქო მოძრაობის“ იმერეთის ორგანიზაციის წევრები ფიქრობენ, რომ ასეთი საკითხები თბილისში არ უნდა წყდებოდეს. თუკი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება სათანადოდ არ დასაბუთდება, პროტესტი არ შეწყდება.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში