Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოში კენჭს უყრიან მოსამართლეობის კანდიდატებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები

საქართველოს იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება.

კანდიდატებს შორის არიან თავად საბჭოს წევრებიც - ვასილ მშვენიერაძე, რევაზ ნადარაია, ირაკლი ბონდარენკო და გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს.

მიქაუტაძე კონკურსში ორ ვაკანსიაზე მონაწილეობს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სიის თანახმად:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სამ ვაკანსიაზე 14 კონკურსანტია;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სამ ვაკანსიაზე 17;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სამ ვაკანსიაზე 14;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში ორ ვაკანსიაზე 14 კონკურსანტი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ერთ ვაკანსიაზე 9;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ერთ ვაკანსიაზე 10;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთ ვაკანსიაზე 7;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ორ ვაკანსიაზე 28;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამ ვაკანსიაზე 35;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში სამ ვაკანსიაზე 22;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ერთ ვაკანსიაზე 16 კონკურსანტი;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 17 კონკურსანტი;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ერთ ვაკანსიაზე 12;

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ერთ ვაკანსიაზე 6;

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში ერთ ვაკანსიაზე 8;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 12 კონკურსანტი;

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ორ ვაკანსიაზე 7;

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 2;

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 4;

თელავის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახმეტის მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 12 კონკურსანტი;

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ერთ ვაკანსიაზე 19;

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ერთ ვაკანსიაზე 24;

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ერთ ვაკანსიაზე 20;

სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ვანის მუნიციპალიეტტში - ერთ ვაკანსიაზე 12 კონკურსანტი;

სენაკის რაიონულ სასამართლოში ერთ ვაკანსიაზე 8 კონკურსანტი;

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ერთ ვაკანსიაზე 11;

ფოთის საქალაქო სასამართლოში ერთ ვაკანსიაზე 7;

ცაგერის რაიონულ სასამართლოში ერთ ვაკანსიაზე 7;

ხაშურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქარელის მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 9 კონკურსანტი;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე შუახევის მუნიციპალიტეტში - ერთ ვაკანსიაზე 9;

იუსტიციის საბჭომ კანდიდატებთან გასაუბრება კონკურსის გამოცხადებიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ დაასრულა, რასაც მწვავედ აკრიტიკებდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG