Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეს კვალიფიკაცია დაუმძიმდა


ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ პროფესორის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კვალიფიკაცია უფრო მძიმე მუხლით შეეცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, იძულების მუხლით აღძრული საქმე გადაკვალიფიცირდა 139-ე მუხლით, რაც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას.

ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი სამ წლამდე პატიმრობაა, ხოლო თუ ქმედებამ ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა სტუდენტი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს და გრძელდება სხვა პირების გამოკითხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG