Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელების არჩევანი


ევროპელების არჩევანი
please wait

No media source currently available

0:00 0:25:01 0:00

ბოლო დღეებში 374 მილიონამდე ამომრჩეველს მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ევროპარლამენტის არჩევნებში - მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს დემოკრატიულ კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 5 წელიწადში ერთხელ იმართება. პოპულისტების მომძლავრების, ბრექსიტის ჩიხისა და რუსეთიდან დეზინფორმაციის ფონზე, საით მიდის ევროპა? ვის სურს მისი გახლეჩა და ვინ იცავს მის ფასეულობებს? • საით წაიყვანს ევროპას ევროპარლამენტის არჩევნები? • "საარჩევნო ციებ-ცხელება ბრიტანეთში ისეთი არ არის, როგორიც საქართველოშია" - ინტერვიუ პოლიტიკის ექსპერტ ელენე მელიქიშვილთან • ვინ არიან და როგორ მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები • შინ - უცხოეთში: გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქვემო საქსონიიდან, ქეთი ლანგრერი რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

XS
SM
MD
LG