Accessibility links

site logo site logo

გაეროს ტრიბუნალი: რუსეთმა "დაუყოვნებლივ" უნდა გაათავისუფლოს 24 უკრაინელი მეზღვაური


გაეროს საზღვაო სამართლის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთმა "დაუყოვნებლივ" უნდა გაათავისუფლოს უკრაინის სამხედრო გემები და 24 მეზღვაური, რომლებიც შარშან ნოემბერში ყირიმთან, ქერჩის სრუტეში დააკავა.

ტრიბუნალის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ვერ მოაგვარებს აზოვის ზღვაზე უკრაინის გემების სრული წვდომის საკითხს. გადაადგილებას რუსეთი ზღუდავს ქერჩის სრუტეში ხიდის აშენების შემდეგ.

მაგრამ უკრაინა იმედოვნებს, რომ ტრიბუნალის მხარდაჭერა მეტ სამართლებრივ ძალას შესძენს მის ბრძოლას რუსეთთან, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა საქმის განხილვას, რადგან, მისივე განმარტებით, არ ცნობს ტრიბუნლის იურისდიქციას.

ქერჩის ხიდი რუსეთის ტერიტორიას აკავშირებს ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომელიც უკრაინას ეკუთვნის და 2014 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ. კიევი უარყოფს მოსკოვის მტკიცებას, რომ უკრაინის ხომალდები უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში.

ევროკავშირი, ნატო, საერთაშორისო ორგანიზაციები მოსკოვს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები და უკრაინას დაუბრუნოს ხომალდები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG