Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღნაღის ორი სოფლის ბაღებში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ორ საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთი შემთხვევა 28 მაისს, გვიან ღამით მოხდა, მეორე კი რამდენიმე დღის წინ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.

„შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კომპანია, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, მზად არის დაზიანებული ადგილები შეაკეთოს", - განაცხადა სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს, ვიცე- მერის განცხადებით, ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღში ჭერის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მადონა ბატიაშვილი მომხდარს, სავარაუდოდ, სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებას უკავშირებს.

„ორივე ბაღთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს კომპანიას. ზარალი მაქსიმუმ 3 ათას ლარამდეა და პასუხისმგებელი კომპანია ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს და სამუშაოებს მალე დაიწყეს. როგორც ჩანს, სამუშაოები შესაბამისი ხარისხით არ იყო ჩატარებული", - განმარტავს მადონა ბატიაშვილმა.

XS
SM
MD
LG