Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის სეიმმა აირჩია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი - 63 წლის ეგილს ლევიტსი


ლატვიის სეიმმა აირჩია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი - ევროპის სასამართლოს მოსამართლე, 63 წლის ეგილს ლევიტსი. მას ხმა მისცა 61-მა დეპუტატმა, მის უახლოეს მეტოქეს 24-მა დაუჭირა მხარი.

ლევიტსი 80-იან წლებში იყო დაკავებული პოლიტიკით, მოგვიანებით კი გახდა ლატვიის წარმომადგენელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. 2004 წლიდან ის იყო მოსამართლე ევროპის სასამართლოში - ევროკავშირის უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში. მისი უფლებამოსილებები 2024 წელს უნდა დასრულებულიყო.

როგორც Baltnews-ი იტყობინება, ევროკავშირის სასამართლოს თანამდებობაზე ყოფნისას ლევიტსს ლატვიელ ჩინოვნიკებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდა - წელიწადში 240 ათასი ევრო. ლატვიის პრეზიდენტის ხელფასი 2018 წელს თითქმის ოთხჯერ უფრო ნაკლები იყო - წელიწადში 61,6 ათასი ევრო.

XS
SM
MD
LG