"ერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის ბორისპოლის აეროპორტში.
მისი თქმით, ორი წლის წინ, როდესაც უკრაინიდან გააძევეს, მას ნივთებიც არ წაუღია, რადგან სჯეროდა, რომ დაბრუნდებოდა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მაისს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, კიევში 29 მაისს, საღამოს 7 საათისთვის ჩაფრინდა.
ბორისპოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს ვარდებითა და შეძახილებით დახვდნენ.