Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელტონ ჯონი გმობს რუსეთში განხორციელებულ ცენზურას „როკეტმენზე“


ცნობილი როკვარსკვლავი ელტონ ჯონი გამოეხმაურა რუსული სადისტრიბუტორო კომპანიის მიერ, მის შესახებ შექმნილ ახალ ბიოგრაფიულ ფილ „როკეტმენიდან“ ცენზურული მოსაზრებით რამდენიმე კადრის ამოჭრას.

რუსეთის კინოგაქირავებაში ფილმი „როკეტმენი“ ცენზურას დაექვემდებარა. ფილმიდან ამოჭრილია სექსუალური შინაარსის ყველა სცენა, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობენ. ფილმში შეკვეცილია ის კადრებიც, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაა ნაჩვენები.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ადგილობრივი კანონმდებლობის გავლენით „როკეტმენზე“ განხორციელებულ ცენზურას რუსულ ბაზარზე“, - ნათქვამია 72 წლის ელტონ ჯონისა და მის მიერ დაფუძნებული კინოკომპანია, „როკეტ ფიქჩერსის“ 31 მაისის განცხადებაში.

რუსეთის ადგილობრივი სადისტრიბუტორო კომპანიაში აცხადებენ, რომ იცავენ რუსეთში 2013 წელს მიღებულ კანონს, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“ მცირეწლოვნებს შორის.

„დიახ, ფილმი შეცვლილი იქნა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად“, - განუცხადა რუსეთის სააგენტო „ტასს“ სადისტრიბუტორო კომპანია „სენტრალ პარტნერშიფის“ ანონიმმა წარმომადგენელმა.

კანონს, რომელიც რუსეთში კრძალავს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას მოზარდებს შორის, ბევრი კრიტიკა მოჰყვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

ელტონ ჯონმა, რომელიც 2016 წელს საკონცერტო პროგრამით იმყოფებოდა რუსეთში, საჯაროდ გაილაშქრა კანონის წინააღმდეგ და ამ საკითხზე ითხოვა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან.

თავდაპირველად, პუტინი მზად იყო საუბრისათვის, მაგრამ შემდგომ კრემლის პრესმდივანმა განმარტა, რომ „ერთმანეთს არ დაემთხვა მათი განრიგი“, რის გამოც შეხვედრა არ შედგა.

XS
SM
MD
LG