Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ტრანსილვანიაში რუმინელ და უნგრელ მორწმუნეებს ერთიანი მომავლის შენებისკენ მოუწოდა


რომის პაპი რუმინეთში

რომის პაპმა ფრანცისკემ რუმინეთში თავისი ვიზიტის მეორე დღეს ტრანსილვანიაში აღავლინა ლოცვა და მოუწოდა ამ რეგიონში მცხოვრებ რუმინელებსა და უნგრელებს, რათა ერთობლივად იღვაწონ საერთო მომავლის შენებისთვის.

მიუხედავად წვიმიანი ამინდი და, 1 ივნისს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა რომის პაპთან შესახვედრად, ერთ-ერთი უდიდესი ფრანცისკანული საკათედრო ტაძარის, შუმულეუ-ჩუკის გარშემო, სადაც ფრანცისკემ კათოლიკური წირვა აღავლინა.

თავის ქადაგებაში ფრანცისკემ მაღალი შეფასება მისცა რუმინეთის მრავალეროვნულ და მრავალკულტურულ საზოგადოებას და მოუწოდა ხალხს, გვერდზე გადადონ წარსულის დაპირისპირება „საერთო მომავლის“ საკეთილდღეოდ.

დაახლოებით1,2 მილიონი ეთნიკური უნგრელის ბედი რუმინეთში ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენს პოლიტიკური ქიშპის საგანს ორ ქვეყანას შორის.

2 ივნისს რომის პაპი გაემგზავრება ასევ ტრანსილვანიის ქალაქ ბლაჟში, სადაც აპირებს წმინდანად შერაცხოს 7 რუმინელი ბერძენი კათოლიკე ქრისტიანი მღვდელი, რომლებიც საპყრობილეში დაიღუპნენ კომუნიზმის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG