რუსეთს ვენესუელიდან გაჰყავს სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც წვრთნიდნენ ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებს და მონაწილეობდნენ კონტრაქტების მომზადებაში რუსეთიდან იარაღის შესასყიდად.
ამის შესახებ იუწყება გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, თუ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვენესუელაში 1000-მდე რუსი სამხედრო სპეციალისტი იმყოფებოდა, ახლა სულ რამდენიმე ათეულია დარჩენილი.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, რუსი მრჩევლების წასვლის მიზეზებს შორისაა გაურკვევლობა, გაუძლებს თუ ვერა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმი ზეწოლას შეერთებული შტატებიდან და ვენესუელის ოპოზიციის მხრიდან.