ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ და ტახტის მემკვიდრე ჩარლზმა ბუკინგემის სასახლეში მიიღეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე მელანია.
სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის დაწყებამდე, ტრამპმა „უიმედოდ ხელმოცარული“ უწოდა ლონდონის მერს, სადიყ ხანს, რომელმაც გააკრიტიკა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტისათვის წითელი ხალიჩის გაფენის შესახებ.
ბრიტანეთში ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის ფონია პოლიტიკური კრიზისი, გამოწვეული ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობითა და პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გადადგომის გეგმით.
უშუალოდ ვიზიტამდე, ტრამპმა ბრიტანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ნუ გააგრძელებს ბრიუსელთან მოლაპარაკებას და შეთანხმების გარეშე დატოვოს ევროკავშირი.
დედოფალთან ტრამპის ბანკეტის დროს, ლონდონში ასობით დემონსტრანტი აპირებს პარლამენტის მოედანთან „სახალხო ბანკეტის“ გამართვას.
ბრიტანეთიდან ტრამპი ირლანდიაში, იქიდან კი საფრანგეთში გაემგზავრება.