Accessibility links

site logo site logo

82 წლის მასწავლებელს მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ


დედოფლისწყაროში, ერთ-ერთი სკოლის 82 წლის პედაგოგს ადანაშაულებენ მეშვიდეკლასელ მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში - კერძოდ, 12 წლის გოგონასთან სექსუალური შინაარსის საუბარში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოიკითხა არასრუწლოვანი, ასევე სკოლის მასწავლებლები. შემთხვევა 27 მაისს მოხდა:

„დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ცნობების თანახმად, მე-7 კლასელმა მოსწავლემ მასწავლებელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა ფაქტი, რომ ისტორიის მასწავლებელი მას საკუთარ სექსუალურ ლტოლვებზე ესაუბრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG