Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმები რამადანის დღესასწაულს აღნიშნავენ


მუსლიმი მორწმუნეები ბათუმის მეჩეთთან

მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ. დღესასწაულამდე მორწმუნეები ერთი თვის განმავლობაში მარხულობდნენ.

თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩვენი ეს დღესასწაული ორმაგად გახდა ბედნიერი. პირველი იმიტომ, რომ დღესასწაულს ვზეიმობთ, მეორე იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შემოგვიერთდა და ჩვენთან ერთად გაიზიარა ეს სიხარული. საქართველოს მეთაურების მხრიდან უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი დღესასწაულების გაზიარება“ - თქვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა, ჰაჯი იასინ ალიევმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო ქვეყანაა, სადაც დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ შიიტები და სუნიტები. „დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია. ჩვენი ერთობლივი მიღწევაა, რომ საქართველო არის შემწყნარებლობის ქვეყანა” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მუსლიმებმა სადღესასწაულო ლოცვა აღავლინეს ბათუმის მეჩეთში, ორთა ჯამეშიც. რამადანის აღსანიშნავად მორწმუნეები ტრადიციულ ტკბილეულს - ჰალვას ამზადებენ, შესაწირს გასცემენ და საფლავებზე მიდიან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG