12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის ოლქში 13.2 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 5814 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 10:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 5.2% იყო.
ამასთან, პირველ ტურთან შედარებით, ამ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია. ცესკოს ინფორმაციით, 19 მაისს 12:00 საათზე აქტივობამ 10,4% შეადგინა.
მეორე ტურში კი 12:00 საათისთვის პირველ ტურთან შედარებით ამომრჩველთა აქტივობა თითქმის 3%-ითაა გაზრდილი.
დაწერეთ კომენტარი