Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩვენო დარღვევებზე საუბრობს


"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ტენდენციის სახე აქვს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ამომრჩევეთა აღრიცხვას. დამკვირვებელები უბანზე მისულ ამომრჩველებს სახელებისა და გვარების მითითებით ინიშნავენ.

„ტენდენციის სახით და ამ ეტაპზე შეინიშნენა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-11, მე-18, 22-ე, 32-ე და 33-ე საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ სახელისა და გვარის მიხედვით.

მე-11 საარჩევნო უბანზე აღნიშნულს ახორციელებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია „მრავალეთნიკური ერთობის“ წარმომადგენელი. მე-18 და 32-ე საარჩევნო უბნებზე საქართველოს „ერთიან ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი. 22-ე საარჩევნო უბანზე მოძრაობა „საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის“ წარმომადგენელი. 33-ე საარჩევნო უბანზე „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენელი.

12-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ, მოსული ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტი დამკვირვებლებმა გააპროტესტეს, რასაც უთანხმოება მოჰყვა. ცესკოს ჩარევის შემდეგ რეგისტატორი ჩამოაშორეს მისი ფუნქციის განხორციელებას და პრობლემა აღმოიფხვა. ასევე მე-3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომღცეველს სხვა გრაფაში შვილის ნაცვალდ მოაწერინა ხელი",- აცხადებს მიხეილ ბენიძე.

14:00 საათისთვის „სამართლიანი არჩვენების“ შეფასებით, მთლიანობაში საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG